ცხოველები
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა ცხოველები მეცნიერული კლასიფიკაცია სამეფო: ცხოველები ლათინური სახელი Animalia ( Linnaeus , 1758 ) სისტემატიკა ვიკისახეობებში სურათები ვიკისაწყობში ITIS 202423 NCBI 33208 EOL 1 FW 325038 ცხოველები , ცხოველური ორგანიზმები ( ლათ. Animalia ) — ცოცხალ არსებათა ერთ-ერთი ძირითადი სამეფო (მეორე სამეფო მცენარეებია ). ცხოველები ჰეტეროტროფული ორგანიზმებია . უმარტივესების ზოგი სახეობა (ევგლენა) იკვებება როგორც ჰეტეროტროფულად, ისე ავტოტროფულად. თანამედროვე ეპოქაში ცხოვრობს 1,5-იდან 2 მლნ-მდე სახეობის ცხოველი (მეცნიერთა ვარაუდით ეს რიცხვი შეიძლება 10 მილიონს აღწევდეს), მ. შ. 1 მლნ-ზე მეტი ფეხსახსხრიანებია. სხვადასხვა სისტემატიკოსი ცხოველებს განსხვავებული რაოდენობის ტიპებად ყოფს. უფრო მეტად მიღებულია შემდეგი ტიპები: უმარტივესები (ზოგი ამ ტიპს 5 ტიპად ყოფს), ღრუბელები, ნაწლავღრუიანები , ბრტყელი ჭიები ,...